თეგებით ძიება

5 რამ, რაც გორში უნდა ვნახოთ

გორის ქალაქური არქიტექტურა, ერთი შეხედვით დიდად ვერ გაგაოცებთ. იმიტომ არა, რომ გორში ან მდიდრებს არ უცხოვრიათ, ან გემოვნება არ ჰქონიათ. სულ პირიქით. მაგრამ 1920 წლის 20 თებერვალს მომხდარმა მიწისძვრამ, ლამის მთელი ქალაქი მიწასთან გაასწორა.

გორის ციხე

რა თქმა უნდა, ნომერ პირველი ისტორიული და მონახულებადი ობიექტია. თუნდაც იმიტომ, რომ შორიდანვე იტაცებს თვალს და ერთ-ერთი ყველაზე უკეთ შემონახული და მაშტაბური ციტადელია თბილისთან ახლოს.

„გორის ციხედ“ წყაროებში პირველად მე-13 საუკუნეში იხსენიება. სტრატეგიული სიმაგრე საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ გადაკეთებულა და განახლებულა. მე-17 საუკუნიდან საინტერესო მონაცემებია შემონახული კათოლიკე მისიონერის, ქრისტეფორე დე კასტელის, ჩანაწერებსა და ჩანახატებში. ნახატიდან ირკვევა, რომ დღეს შემორჩენილი ციხის მეტი ნაწილი როსტომ ხანის დროს და მისივე ბრძანებითაა აშენებული. ის აფასებდა ციხის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ზრუნავდა ამ ადგილის გამაგრებაზე. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ (1801 წ.) პირველ წლებში სიმაგრე კვლავ ასრულებდა თავის ფუნქციას – აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. მე-19 საუკუნეში მან დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.

ციხიდან ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავი ხედები იშლება ქალაქზე და მთელს შიდა ქართლზე. ჩრდილოეთით კი თვალი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსაც სწვდება.

გორის საკათედრო ტაძარი

ქალაქის მშვენება და მარგალიტი, მეომრების კომპლექსის მოპირდაპირედ, გზის მეორე მხარეს დგას. ამ ადგილას პირველი კათოლიკური ეკლესია მე-17 კათოლიკე მისიონერებს აუშენებიათ და საბჭოთა წყობილების დამყარებამდე, თითქმის შეუფერხებლად ფუნქციონირებდა. 1923 წელს ხელისუფლებამ გორის კათოლიკური ეკლესია დახურა. ეკლესიის წინამძღვარი პატრი კონსტანტინე საფარაშვილი კი, საბჭოთა წყობილების მოწინაღმდეგედ მიიჩნიეს

ზუსტად ამ დროს, გორის ტაძრის ბედით თვით რომის პაპი დაინტერესებულა. ამას ადასტურებს 1923 წლის 16 სექტემბრით დათარიღებული ვატიკანის დელეგატის წერილი, რომლის ადრესატი გახლავთ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორი. 1923 წლის 22 სექტემბერს საქართველოს ბოლშევიკური მთავრობა გარკვეულ დათმობებზე წავიდა, რადგან თითქმის ყველა კუთხიდან იგზავნებოდა მორწმუნეთა თხოვნები დახურული სამლოცველოების გახსნასთან დაკავშირებით. თუმცა, 1924 წლის 22 ოქტომბერს, გორის სამაზრო აღმასკომის პრეზიდიუმმა შუამდგომლობით მიმართა შსს სახალხო კომისარიატს - კათოლიკე პატრის საქართველოდან გაძევების შესახებ.

ლომჭაბუკის ძეგლი

გორის კიდევ ერთი სიმბოლოა. გორელები მას ,,გამარჯვების" მონუმენტს. მისი ავტორი ელგუჯა ამაშუკელია (1982 წ). ,,განსაკუთრით უნდა აღინიშნოს თავად მოქანდაკის მიერ შერჩეული ქანდაკების „წასაკითხი“ რაკურსი - ლომზე ამხედრებული, სამხრეთისკენ მსწრაფი ჭაბუკი „ხსნის“, საფეხურებად დაქანებულ საბრძოლო გოდოლებში დაფარულ, მტრის დაუნდობლად შემმუსვრელ ენერგეტიკას და გორის ციხის კომპლექსის მახასიათებელ ელემენტად და მის ორგანულ გაგრძელებად ფორმირდება. ეს ერთი მაგალითიც კი ცხადყოფს მოქანდაკის უნარს დაიმორჩილოს არა მხოლოდ სივრცე, არამედ დაიმორჩილოს დროც" - წერს თავის წიგნში ხელოვნებათმცოდნე თამარ შავგულიძე.

გორის ისტორიული და ეთნოგრაფიული მუზეუმი

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი - გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, დაარსდა 1935 წელს საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატთან გორის საზოგადოებრიობის ინიციატივითა და ი. ჯავახიშვილის, ს. მაკალათიასა და ი. ყიფშიძის მხარდაჭერით, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 1943 წელს გადაკეთდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმად და 2005 წელს ს. მაკალათიას სახელი ეწოდა.  

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატები შეგროვდა საველე-საექსპედიციო და სამეცნიერო-კვლევითი იმ მუშაობის შედეგად, რომელიც ფართოდ გაიშალა მუზეუმის დაარსების პირველივე წლებიდან და ატარებდა რეგიონში კომპლექსურ-ინტენსიურ კვლევის ხასიათს. 

გორის სინაგოგას, ციხის სიახლოვეს, ქვედა ქუჩაზე იპოვნით, ქ. კასტელის #25-ში. გორის სინაგოგას რაბი არ ჰყავს, ამიტომაც მასზე აქაური თემი ზრუნავს. თურმე, თავის დროზე, აქ გამომცხვარი მაცათი, მთელი რეგიონი მარაგდებოდა. მაცას გარდა კი, მაშინდელი მოდისტკები ლევისის ჯინსებისა და სხვა „ზაგრანიჩნი“ სიკეთეების საყიდლადაც დადიოდნენ „გადამყიდველებთან. აქაურობას „ებრაელების უბანს“ ეძახიან დღემდე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა