თეგებით ძიება

რა იცი შორაპნის ციხეზე - უმნიშვნელოვანესი ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში

ყვირილისა და ძირულის შესართავში (ახლანდელი დაბა შორაპნის ტერიტორია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) მდებარეობს ანტიკური და შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში - შორაპნის ციხე.

წყაროებში პირველად მოხსენებულია სტრაბონთან ძვ. წ. I - ახ.წ. I სს. სტრაბონისეული ცნობით, ციხესიმაგრე იმდენად დიდი იყო, რომ მასში თავისუფლად ეტეოდა ქალაქის მოსახლეობა. გვიანდელ ეპოქაშიც ეს ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო. 1730 წელს ოსმალებმა დაიკავეს ციხესიმაგრე. 1770 წელს კი მეფე სოლომონ I-მა გაათავისუფლა ის.

შორაპანი ციხე-ქალაქი ყოფილა. ამავ დროს ეს იყო პუნქტი, სადაც სანაოსნო გზა მთავრდებოდა და სახმელეთო იწყებოდა. იგი ვაჭრებსა და მგზავრებს უზრუნველყოფდა ქარვასლა-ფუნდრუკებით, სურსათით, გადასაზიდი სახმელეთო ტრანსპორტით, სამჭედლო სახელოსნოებით, ბაზრით და სხვა. შორაპანში აღმოსავლეთიდან შემოდიოდა 3 სახმელეთო გზა, ასევე დასავლეთიდან - ერთი სამდინარო და ორიც სახმელეთო.

ციხე-ქალაქის ფართობი 6000 კვ.მეტრს აღემატება. მდებარეობს ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე. შორაპნის ციხის ნანგრევებში აშკარად შეიმჩნევა ორი ფენა: გვიან ფეოდალური - რიყის ქვის წყობა კირის ხსნარზე და ადრე ფეოდალური - უხეშად გათლილი კვადრების წყობა კირის ხსნარზე. კვადრების სამი-ოთხი რიგის შემდეგ მორიგეობს ხუთრიგიანი აგურის წყობა. ქვისა და აგურის მონაცვლეობიანი წყობა მიეკუთვნება მე-6 საუკუნეს. მშენებლობის ასეთი სტილი დამახასიათებელია ბიზანტიური იმპერიის პერიოდის რომაული არქიტექტურისათვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა