თეგებით ძიება

გურიის ეროვნულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა - რა აშენდება ადგილზე

გურიის ეროვნული პარკში ახალი ვიზიტორთა ცენტრის, დამხმარე და მცირე ტურისტულ-რეკრეაციული ობიექტების მოწყობა იგეგმება. საპროექტო ტერიტორია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ინფრასტრუქტურის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადების მიზნით დაცული ტერიტორიების სააგენტო ბაზრის კვლევას აცხადებს.

ტექნიკური დავალების მიხედვით, ადგილზე უნდა მოეწყოს ახალი ვიზიტორთა ცენტრი, თანმდევი დამხმარე (სასაწყობე სივრცე და სხვა) და მცირე ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა (2 ერთეული საჩრდილობელი/მოსასვენებელი.

ამასთანავე, ადგილზე დაგეგმილია მინიმუმ 3 ერთეული ბავშვთა გასართობი ატრაქციონის და მინიმუმ 3 განყოფილებიანი საპირფარეშოების მშენებლობა.

ობიექტები ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებზე.

შეგახსენებთ, 2024 წლის მაისში პარლამენტმა „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. კანონი ითვალისწინებდა ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორიის - გურიის ეროვნული პარკის დაარსებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა