თეგებით ძიება

მთავრობა ბორჯომში 150 დევნილი ოჯახისთვის კორპუსს აშენებს - ბიუჯეტი 15,3 მლნ ლარია

მთავრობა ბორჯომში 150 დევნილი ოჯახისთვის კორპუსს აშენებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში ცხოვრობენ.

უწყების ცნობით, მშენებლობის ბიუჯეტი 15 374 192 ლარს შეადგენს. სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

"ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი ბორჯომში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და მათი განსახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ბორჯომის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ 3 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში შენდება", - წერია ჯანდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა