თეგებით ძიება

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხები იქნება" - 11 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია, მეტი სიფრთხილე მოგეთხოვებათ, რადგან კონფლიქტების ალბათობა მაღალია. არ არის სასურველი ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, შეეცადეთ ფიზიკურად ზედმეტად არ გადაიღალოთ“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

ვერძი - მოგეთხოვებათ სიფრთხილე. ნუ დაკავდებით მნიშვნელოვანი საქმეებით და ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს, მეტი დიპლომატია გამოიჩინეთ. 

კურო - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხები იქნება, სიფრთხილეც საჭიროა ამ მიმართულებით, წინდახედულობა. 

ტყუპები - ინტუიცია ძლიერია, ამიტომ დაეყრდენით მას. შესაძლოა რაღაც ახალი გაიგოთ. იყავით გულახდილები. 

კირჩხიბი - ემოციური დღე იქნება, გჭირდებათ სწორი მიდგომა. იზრუნეთ საკუთარ თავზე უფრო მეტად. დაუთმეთ დრო საკუთარ სურვილებს.

ლომი - აქტიური და ნაყოფიერი იქნება დღის მეორე ნახევარი, მარტივად გადაჭრით პრობლემებს. დღის პირველი ნახევარი გაატარეთ მშვიდად.

ქალწული - თუ ზეწოლის ქვეშ ხართ, ყველაფერი ერთდროულად არ გააკეთოთ, სწორად განსაზღვრეთ პრიორიტეტები და ისე იმოქმედეთ. 

სასწორი - სიახლეების დღეა, მოულოდნელი მოგზაურობა, ქალაქ გარეთ გასვლა გელოდებათ. წინდახედულობა აუცილებელია. 

მორიელი - საინტერესო დღეა სიტუაციის გადასაფასებლად, დარჩებით მარტო სიჩუმეში, გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, ჩაუღრმავდით. 

მშვილდოსანი - აქტიურები ხართ, მარტივად წამოიწყებთ საქმეს და გახდებით სხვების შთაგონების წყარო. თუ მეგობრებს დასჭირდებით, აუცილებლად დაეხმარეთ, ეს უკან დაგიბრუნდებათ. 

თხის რქა - რთული დღეა, საქმიანი ჩარჩოები დაგღლით, რაც ემოციებზე იმოქმედებს. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს. 

მერწყული - იდეები და სამომავლო გეგმები გაუზიარეთ ადამიანებს, ვისი მხარდაჭერაც გაქვთ, იყავით გულახდილები. 

თევზები - ენდეთ ინტუიციას, გიკარნახებთ ვის დაეხმაროთ და ვისგან დაიჭიროთ თავი შორს. აღმოაჩენთ რაღაც ახალს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა