თეგებით ძიება

საქართველოს შობადობის ზოგადი კოეფიციენტი ბოლო 3 ათეული წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია

საქართველოს შობადობის ზოგადი კოეფიციენტი (დაბადებულთა რიცხოვნობა მოსახლეობის 1000 კაცზე) 2024 წლის მდგომარეობით 10.7 იყო, რაც ბოლო 3 ათეული წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია. ამაზე დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ 1995 წელს დაფიქსირდა - 10.1

შობადობის ყველაზე დაბალი კოეფიციენტი (დაბადებულთა რიცხოვნობა მოსახლეობის 1000 კაცზე) შემდეგ 10 ქალაქშია: 

• ფოთი 6.8

•  ჩხოროწყუ 6.9

• ხობი 7.1

• ამბროლაური 7.2

• თეთრიწყარო 7.2

• ლანჩხუთი 7.2

• თიანეთი 7.3

• წალენჯიხა 7.6 

• სიღნაღი 7.8

• მცხეთა 7.9

რაც შეეხება მოკვდავობის კოეფიციენტს საქართველოს ზოგადი

კოეფიციენტი 11.9-ია. 2023-24 წლებში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. 

 მოკვდავობის ზოგადი კოეფიციენტი (გარდაცვლილთა რიცხოვნობა მოსახლეობის 1000 კაცზე) კი შემდეგ 10 ქალაქშია ყველაზე მაღალი 

• ლენტეხი 24.3

• ტყიბული 22.9

• ბაღდათი 21.1

• წყალტუბო 20.9

• ყაზბეგი 20.8

• ცაგერი 20.3

• ვანი  20.2

• ამბროლაური 19.8

• ონი 19.7

• სენაკი 19.1

რაც შეეხება დედაქალაქსა და დიდ ქალაქებს

• თბილისი: შობადობის კოეფიციენტი 11.3, მოკვდავობის კოეფიციენტი 9.8

• ბათუმი: შობადობის კოეფიციენტი 14.9, მოკვდავობის კოეფიციენტი 8.9

• ქუთაისი: შობადობის კოეფიციენტი 11.6 , მოკვდავობის კოეფიციენტი 13.8

• რუსთავი: შობადობის კოეფიციენტი 8, მოკვდავობის კოეფიციენტი 9.1

• ზუგდიდი: შობადობის კოეფიციენტი 9.4, მოკვდავობის კოეფიციენტი 15.4


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა