თეგებით ძიება

"თქვენ სიტყვას განსაკუთრებული ძალა ექნება“ - 13 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა, კარგი იქნება ამ დღის გატარება მეგობრებთან ერთად გატარება, წახვიდეთ სპაში და ჩაიტაროთ გამაჯანსაღებელი პროცედურები“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

ვერძი

დადებითი დღეა, თუმცა ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს, არ არის სასურველი დაუფიქრებელი და წინდაუხედავი ნაბიჯების გადადგმა. 

კურო 

შესაძლოა გააქტიურდეს ფინანსური საკითხები და მარტივად მოახერხოთ მის მოგვარებას. ეცადეთ არ იყოთ ჯიუტები და დათმოთ რაღაცეები.

ტყუპები 

დღევანდელი დღე საინტერესო განსაკუთრებით ინტელექტუალური საუბრებისთვის, მარტივად შეძლებთ ნებისმიერი ადამინთან შეხვიდეთ კონტაქტში. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. 

კირჩხიბი 

მნიშნელოვანი დღე და კარგი იქნება საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ, ან ახალი რამ აღმოაჩინოთ.

ლომი  

გამოიყენეთ ეს დღე კარიერული იმიჯის გასაუმჯობესებლად, დღეს თქვენ სიტყვას განსაკუთრებული ძალა ექნება. 

ქალწული 

კარგია ეს დღე მომავლის დასაგეგმად, ნაკლები დრო დახარჯეთ წვრილმანებზე, ეცადეთ დაკავდეთ ისეთი საქმით, რომელიც თქვენზე დადებითად აისახება.

სასწორი 

ჰარმონიული და პოზტიური დღეა, შეიძლება მიიღოთ საჩუქრები და სიურპრიზები. დატკიბით იმით რასაც სამყარო გამოგიგზვანით.

მორიელი 

კარგი იქნება გადახედოთ წარსულს და გაიხსენოთ წარსულში დაშვებული შეცდომები, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ აწყმოში აირიდოთ თავიდან წარსულში დაშვებული შეცდომები.

მშვილდოსანი 

არაერთგვაროვანი დღეა, კარგი იქნება დრო გაანაწილოთ სწორად, იმისთვის რომ არაფერს მოაკლოთ დრო, როგორც საქმეს ასევე საკუთარ თავს.

თხის რქა 

მარტივად შეძლებთ ნებისმიერი სირთულის საქმის შესრულებას განსაკუთრებით კი დღის პირველ ნახევარში. ეცადეთ დრო საკუთარ თავსაც დაუთმოთ. 

მერწყული

შეიძლება გარკვეული გაუგებრობა გქონდეთ კომუნიკაციაში, ეცადეთ მარტივად მიაწოდოთ ინფორმაცია სხვებს, აკონტროლეთ სიტყვები და ქმედებები.

თვზები 

დღევანდელი დღე სასიამოვნო და დადებითია, კარგი იქნება შეიცვალოთ გარემო და დაუთმოთ ეს დღე საკუთარ თავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა