"საბოლოო დამშვიდება იქნება 26 რიცხვის შემდეგ“ - რას პროგნოზირებს მიხეილ ცაგარელი ისრაელისა და ირანის შეიარაღებულ დაპირისპირებაზე?
„დაიწყო ბოროტების განადგურების დიდი პროცესი. სერიოზული რეფორმების დროა, სამყარო იცვლება რადიკალურად. პროცესი რთულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სამყაროსთვის. ამიტომ მაქსიმალურად ვეცადოთ სიკეთე და სიყვარული ვაფრქვიოთ“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს და საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.
ასტროლოგმა ისრაელისა და ირანის შეიარაღებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა:
„სად წავიდა კაცობრიობა? ომი, ღალატი და ყველაფერი ცუდი. დისბალანსი გაჩნდა ადამიანებსა და დედამიწას შორის, შესაბამისად მოიმატა სიკვდილიანობამ. ადამიანები ხდებიან აგრესიულები და ბოროტდებიან, ისე რომ ვერც ხვდებიან რაშია საქმე. ცის კაბადონზე სამკვდრო-სასიცოცხლო ომი მიდის, ბნელსა და ნათელს შორის, რაც გამოიხატება დედამიწის გეომანტიაზე, ეს ამინდებიც ამის გამოხატულებაა. ომების ზეგავლენის ბოლო კუდოს მოქნევას ვხედავთ მსოფლიოში, მოდის ახალი თაობა. 20 რიცხვის შემდეგ უნდა დამშვიდდეს სიტუაცია, თუმცა საბოლოო დამშვიდება იქნება 26 რიცხვის შემდეგ“, - ამბობს ასტროლოგი.