თეგებით ძიება

2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 ადამიანი შეადგინა, საიდანაც 53% ქალია, ხოლო 47% - კაცი - “საქსტატის“ წინასწარი მონაცემები

სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2024 წლის 14 ნო­ემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხოვ­ნო­ბამ 3 914 000 ადა­მი­ა­ნი შე­ად­გი­ნა, სა­ი­და­ნაც 2 078 000 (53 პრო­ცენ­ტი) ქა­ლია, ხოლო 1 836 000 (47 პრო­ცენ­ტი) - კაცი.

რო­გორც „საქსტა­ტის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ქა­ლე­ბის წილი შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია თბი­ლის­სა (56 პრო­ცენ­ტი) და ქუ­თა­ის­ში (55 პრო­ცენ­ტი), ხოლო შე­და­რე­ბით და­ბა­ლია მცხე­თის (49 პრო­ცენ­ტი), ხა­რა­გა­უ­ლის (49 პრო­ცენ­ტი) და სა­გა­რე­ჯოს (49 პრო­ცენ­ტი) მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში.

„მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, 2024 წლის 14 ნო­ემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, 2 423 000 კაცი (62 პრო­ცენ­ტი) ცხოვ­რობს სა­ქა­ლა­ქო და­სახ­ლე­ბებ­ში, ხოლო 1 491 000 კაცი (38 პრო­ცენ­ტი) - სოფ­ლად. რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქა­ლა­ქო და­სახ­ლე­ბებ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის წილი, თბი­ლი­სის გარ­და, მა­ღა­ლია აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კა­ში (66 პრო­ცენ­ტი), რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ბა­თუ­მის მო­სახ­ლე­ო­ბის მა­ღა­ლი რი­ცხოვ­ნო­ბით, ხოლო შე­და­რე­ბით და­ბა­ლია მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის (20 პრო­ცენ­ტი), კა­ხე­თის (21 პრო­ცენ­ტი), რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის (24 პრო­ცენ­ტი) რე­გი­ო­ნებ­ში”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, „საქსტა­ტის“ ცნო­ბით, 2024 წლის მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს მო­სახ­ლე­ო­ბის 34 პრო­ცენ­ტი. მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხოვ­ნო­ბის მი­ხედ­ვით მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გილს იკა­ვე­ბენ იმე­რე­თის და ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ო­ნე­ბი, რომ­ლებ­ზეც მო­დის შე­სა­ბა­მი­სად მო­სახ­ლე­ო­ბის 12.9 და 11.2 პრო­ცენ­ტი.

გარ­და ამი­სა, „საქსტა­ტი“ მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რის მე­თო­დო­ლო­გი­ის შე­სა­ხე­ბაც ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

„სა­ქარ­თვე­ლოს 2024 წლის მო­სახ­ლე­ო­ბის და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო აღ­წე­რა ჩა­ტარ­და 2024 წლის 14 ნო­ემ­ბრი­დან 31 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში. აღ­წე­რამ მო­იც­ვა ქვეყ­ნის მთე­ლი ტე­რი­ტო­რია, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გარ­და. სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­თო­დო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, აღ­წე­რას და­ექ­ვემ­დე­ბა­რა ქვე­ყა­ნა­ში მუდ­მი­ვად მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, ასე­ვე ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რე­ბი. მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მოთ­ვლის მო­მენ­ტად (აღ­წე­რის კრი­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტი) გა­ნი­სა­ზღვრა 13-14 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ღა­მის 12 სა­ა­თი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გან­ხორ­ცი­ელ­და ფაქ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცია. აღ­წე­რის ფარ­გლებ­ში, მო­ნა­ცე­მე­ბი შეგ­როვ­და ელექტრო­ნუ­ლად, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. პრო­ცე­სი ორ ეტა­პად გან­ხორ­ცი­ელ­და: პირ­ველ ეტაპ­ზე (2024 წლის 14-23 ნო­ემ­ბე­რი) გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა თვით­რე­გის­ტრა­ცი­ის მე­თო­დი (CAWI), ხოლო მე­ო­რე ეტაპ­ზე (29 ნო­ემ­ბრი­დან - 31 დე­კემ­ბე­რი) - კომ­პი­უ­ტე­რის დახ­მა­რე­ბით პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ტერ­ვი­უს მე­თო­დი (CAPI). მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან გა­მოვ­ლე­ნი­ლი მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თვით­რე­გის­ტრა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­მა­ტე­ბით გაგ­რძელ­და მთე­ლი დე­კემ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­შიც.

ამას­თან, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში ზო­გი­ერთ მა­ღალმთი­ან და ძნე­ლად მი­სად­გომ და­სახ­ლე­ბა­ში ამინ­დის შე­საძ­ლო გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო გარ­თულ­დე­ბო­და სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა - მეს­ტი­ის, ყაზ­ბე­გის, ლენ­ტე­ხის, ნა­წი­ლობ­რივ ახ­მე­ტი­სა (ომა­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლი) და დუ­შე­თის (გუ­და­მაყ­რის, მა­ღა­როს­კა­რის, უკა­ნაფ­შა­ვის, ქვე­შე­თის, შა­ტი­ლი­სა და ხევ­სუ­რე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი და ფა­სა­ნა­უ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში შე­მა­ვა­ლი სოფ­ლე­ბი) მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რა ჩა­ტარ­და 2024 წლის სექ­ტემ­ბერ­ში.

აღ­წე­რის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­გეგ­მი­ლია ორ ეტა­პად: წი­ნას­წა­რი აგ­რე­გი­რე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა 2025 წლის 25 ივ­ნისს, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხოვ­ნო­ბას რე­გი­ო­ნე­ბის და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით, სქე­სობ­რივ და სა­ქა­ლა­ქო-სა­სოფ­ლო და­სახ­ლე­ბე­ბის ჭრილ­ში. აღ­წე­რის დე­ტა­ლუ­რი (სა­ბო­ლოო) შე­დე­გე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა 2026 წლის ივ­ნის­ში (ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის სა­ბი­ნაო პი­რო­ბე­ბი, სა­ცხოვ­რი­სის ტიპი, შე­ნო­ბის აშე­ნე­ბის წელი, ფარ­თო­ბი და ოთა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, სა­ცხოვ­რი­სის კე­თილ­მო­წყო­ბის სა­ხე­ე­ბი; მო­სახ­ლე­ო­ბის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი; მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და ეროვ­ნე­ბა, აღმსა­რებ­ლო­ბა, გა­ნათ­ლე­ბის დონე, ქორ­წი­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, შიდა მიგ­რა­ცია და იმიგ­რა­ცია, და­საქ­მე­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა; მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­წის ფარ­თო­ბი, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის სტრუქ­ტუ­რა, ერ­თწ­ლი­ა­ნი კულ­ტუ­რე­ბით და მრა­ვალ­წლო­ვა­ნი ნარ­გა­ვე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მი­წის სტრუქ­ტუ­რა, ხე­ხი­ლის, ციტ­რუ­სის და ვა­ზის ძირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, პი­რუ­ტყვი­სა და ფრინ­ვე­ლის სუ­ლა­დო­ბა და ფუტკრის ოჯა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა)”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა