თეგებით ძიება

რუსებს შორის საქართველოში დასვენებაზე მოთხოვნა ერთ წელიწადში 26%-ით გაიზარდა

საქართველოში ივლისის თვისთვის რუსებს შორის მოგზაურობის მოთხოვნა ერთ წელიწადში 26%-ით გაიზარდა, ხოლო ქვეყანა ივლისის პოპულარულ მიმართულებებს შორის მე-7 ადგილზეა.

სერვის OneTwoTrip-ის მონაცემებს რუსული “კომერსანტი” ავრცელებს.

ერთ წელიწადში პოპულარობის ზრდის პროცენტული მაჩვენებლით საქართველოს მხოლოდ ყაზახეთი (+85%) და ბელარუსი (+30%) უსწრებს.

რაც შეეხება ივლისის დაჯავშნებში საქართველოს წილს, აქ უკვე ქვეყანა, მათ შორის, ყაზახეთსაც უსწრებს და ტოპ 10-ეულში მეშვიდე ადგილზეა. კერძოდ, ივლისის მთლიან დაჯავშნებში საქართველოს წილი 3.7%-ს შეადგენს და ერთი პოზიციით უკან არის ბელარუსზე (4.4%), ხოლო ყაზახეთი 2.4%-იანი წილით ათეულს ხურავს.

რუსებს შორის ივლისში უცხოური დასვენების ყველაზე პოპულარული მიმართულებების ტოპ 10-ეულია:

  • იტალია - დაჯავშნების 14.7%
  • ესპანეთი - 11.5%
  • საფრანგეთი - 11.4%
  • თურქეთი - 9.6%
  • ჩინეთი - 4.6%
  • ბელარუსი - 4.4%
  • საქართველო - 3.7%
  • ტაილანდი - 3.0%
  • უნგრეთი - 2.6%
  • ყაზახეთი - 2.4%


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა