ემიგრაცია ისტორიულ მაქსიმუმზე - რამდენი ადამიანი ტოვებს საქართველოს?
ემიგრაცია საქართველოსთვის დიდი გამოწევაა. 1990-იანი წლებიდან დაწყებული მასშტაბური ემიგრაციის ტალღა დღემდე გრძელდება და ახალ მწვერვალებს იპყრობს. საქართველო მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ემიგრანტების რაოდენობით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.
დღეისთვის საქართველოს საზღვრებს მიღმა 860,000-ზე მეტი მოქალაქეა (ზოგი მონაცემით 1 მილიონზე მეტიც კი), რაც იმას ნიშნავს რომ პრაქტიკულად ყოველი მეოთხე ქართველი ემიგრაციაშია (მოსახლეობის 25%).
მნიშვნელოვანია მონაცემებზე საუბრისას გავითვალისწინოთ ემიგრაციის სალდოც. მაგალითაც 2018 წელს საზღვარგარეთ 100,000 ადამიანი წავიდა, თუმცა 90,000-მდე დაბრუნდა - რაც იმას ნიშნავს, რომ წმინდა მიგრაციის მაჩვენებელი 10,000-ია (ამდენი ადამიანი "დაკრგა" ქვეყანამ). ემიგრაციამ მასობრივი ხასიათი 1994-1997 წლებში მიიღო და ქვეყანა ჯამში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა (ეს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გამოწვეული ძვრების შედეგიც იყო)
2022-2023 წლებში ისტორიულად ყველაზე მაღალი ემიგრაციის მაჩვენებელი დაფიქსიდა, ქვეყანა ჯამში 370,000 ადამიანმა დატოვა, წმინდა მიგრაციის მაჩვენებელი კი 55,000 ადამიანი იყო (ანუ ქვეყანამ დაახლობით ქალაქ გორის მოსახლეობის ხალხი დაკარგა).