თეგებით ძიება

„გავზრდით გამტარუნარიანობას და სახიფათო შემთხვევებს თავიდან ავიცილებთ“ - როდის დასრულდება ბარათაშვილის ხიდთან სამუშაოები

"კოსტა ხეთაგუროვისა და სანაპიროს დამაკავშირებელი კვანძის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი დამთავრდება აგვისტოში“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მონაკვეთი სატრანსპორტო გადაადგილების კუთხით საფრთხის შემცველი იყო, ადგილე პროექტის დასრულების შემდეგ კი, გადაადგილება უსაფრთხო იქნება.

„ამ პროექტით კიდევ უფრო გამარტივდება ავტომობილებით გადაადგილება, გაიზრდება გამტარუნარიანობა და შედეგად, მეტი ავტომობილი შეძლებს დაბრკოლების გარეშე გადაადგილებას. დღეს არსებულ მონაკვეთზე არის გარკვეული პრობლემები და სახიფათოა გადაადგილება.

ცვლილებით გავზრდით გამტარუნარიანობას და სახიფათო საგზაო შემთხვევები თავიდან იქნება აცილებული. ქალაქში გამოკვეთილია კონკრეტული კვანძები, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება, განახლება და ახალი მიდგომებით დაპროექტება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, საცობების მთავარი გამოწვევა დედაქალაქში ამ პროექტებით კიდევ უფრო შევამსუბუქოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერიის ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა ნინი ბაღაშვილმა განაცხადა, ადგილზე სამოძრაო ზოლები არ იცვლება, თუმცა გაჩნდება კუნძულები და შუქნიშნები, რომელთა საშუალებითაც ადგილზე მოძრაობა დარეგულირდება.

„შსს-სთან ერთად დავაიდენტიფიცირეთ აღნიშნული მონაკვეთი - რთული და არაუსაფრთხო იყო ეს კვანძი. სანაპიროზე ერთი ზოლი გვემატება, რომელიც ბარათაშვილის ხიდისკენ, ახვლედიანის აღმართისკენ მოუხვევს და მოძრაობა დარეგულირდება შუქნიშნით. ეს იყო ყველაზე საფრთხის შემცველი მოსახვევი, სადაც ბევრი საგზაო შემთხვევა გვქონდა, მათ შორის სიკვდილიანობის შემთხვევებით. ფაქტობრივი სამოძრაო ზოლები არ იცვლება, მაგრამ მოძრაობა მოწესრიგდება და დარეგულირდება კუნძულებით“, - განაცხადა ნინი ბაღაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა