2025 წელს ავტოსესხების მოცულობა 44%-ით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ფიზიკური პირების კრედიტებს შორის ყველაზე მაღალი - 44%-იანი ტემპით სატრანსპორტო, ანუ ავტომობილის შესაძენად განკუთვნილი კრედიტები გაიზარდა. ამ სესხების პორტფელი 2025 წლის მაისის მდგომარეობით, 273 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 84 მილიონი ლარით, ანუ 44%-ით მეტია.
მთლიანობაში ფიზიკური პირების სესხების მოცულობა 27.3 მილიარდი ლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით არის გაზრდილი.
ფიზიკური პირების კრედიტებს შორის სამომხმარებლო სესხები დომინირებს, რომლის მოცულობაც 12.8 მილიარდი ლარია (ზრდა 21%), მეორე პოზიციაზეა იპოთეკური სესხები 12.5 მილიარდი ლარით, როლის პორტფელიც წლიურად 10%-ით არის გაზრდილი.
მესამე ადგილს იკავებს განვადებები 539 მილიონი ლარით, სადაც პორტფელი 35%-ით არის გაზრდილი. მეოთხე პოზიციაზეა სატრანსპორტო სესხები 273 მილიონი ლარით, რასაც 79 მილიონი ლარით ოვერდრაფტები მოჰყვება. ოვერდრაფტების კრედიტებში ზრდის ნაცვლად 3%-იანი შემცირება შეიმჩნევა. ბოლო პოზიციას კი სტუდენტური სესხები იკავებს 8.3 მილიონი ლარის პორტფელით. ამ მიმართულებით დაკრედიტების წლიური ზრდა 9%-ია.