თეგებით ძიება

ბოლო ერთ წელში, საავადმყოფოს მომსახურება და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები საშუალოდ 25%-ით გაძვირდა - საქსტატი

ბოლო ერთ წელში, საავადმყოფოს მომსახურება და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები საშუალოდ 25%-ით გაძვირდა - ამის შესახებ საქსტატის სამომხმარებლო ფასების დეტალურ ინდექსშია აღნიშნული:

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.01 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 4.0 % შეადგინა. ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების და მომსახურებების ათეული ასეთია:

• ლიმონი 101%

• კივი 49%

• კარტოფილი 37%

• კომბოსტო 31%

• ნაყინი 28%

• მზესუმზირის ზეთი 28%

• დასწრება კინოსეანსზე 27%

• კაკაო 27%

• საავადმყოფოს მომსახურება 26%

• ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 24%

ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად გაიაფებული პროდუქტების და მომსახურებების ათეული.

• კომპიუტერი  12%

• ბენზინი 12%

• საზამთრო 13%

• მიქსერი 13%

• ქალის შარვალი 15%

• სპორტული ფეხსაცმელი 15%

• დიზელის საწვავი 15%

• თვითმფრინავით მგზავრობა 16%

• ჭარხალი 16%

• ინტერნეტის გადასახდელი 41%

რაც შეეხება სხვა პოპულარულ პროდუქტებს:

ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი გაძვირდა 23%. ხინკალი რესტორანში გაძვირდა 10%-ით, ლუდი და ასევე ლუდი ბარში 14-7%-ით. ჩამოსასხმელი ღვინო 1%-ით. საბავშვო ბაღის გადასახდელმა 8%-ით, კინოსეანსზე დასწრების 27%-ით სპექტაკლზე დასწრების ფასმა კი 13%-ით მოიმატა. ხაჭაპური საცხობში გაძვირდა 5%-ით, ხაჭაპური კაფეში 4%-ით, შოკოლადის ფილა 12%-ით, ყავა კაფეში გაძვირდა 7%-ით. ქარხნული რძე გაძვირდა 5%-ით. მიცვალებულის სასახლის დამზადება გაიაფდა 4%


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა