თეგებით ძიება

საქართველოს 6 თვეში 2.3 მლნ ტურისტი ეწვია - ტურიზმის ადმინისტრაცია

2025 წლის პირველ ორ კვარტალში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 201,986 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.2%-იანი ზრდაა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციისვე ცნობით, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია მოგზაურთა რაოდენობამ სპარსეთის ყურეს ქვეყნებიდანაც, რომელთა რაოდენობამ 47,430 ვიზიტი შეადგინა, რაც +10.5%-ით, +4,525 ვიზიტით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საერთაშორისო ვიზიტები გაიზარდა საუდის არაბეთიდან (+20.8%), კატარიდან (+15.9%) და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (+12.5%).2025 წლის პირველ ორ კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (+45,081 ვიზიტით მეტი; +35.7%), აზერბაიჯანი (+35,776 ვიზიტით მეტი; +36%), ინდოეთი (+18,146 ვიზიტით მეტი; +31.4%) და ჩინეთი (+13,902 ვიზიტით მეტი; +42.3%).

რაც შეეხება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს, ვიზიტები მნიშვნელოვნად შემდეგი ქვეყნებიდან გაიზარდა:

  • საბერძნეთი (+28.2%; +3,006 ვიზიტით მეტი),
  • იტალია (+26.1%; +2,271 ვიზიტით მეტი),
  • ესპანეთი (+25.9%; +1,638 ვიზიტით მეტი),
  • გაერთიანებული სამეფო (+25.8%; +3,880 ვიზიტით მეტი),
  • პოლონეთი (+21.9%; +6,043 ვიზიტით მეტი),
  • გერმანია (+4.2%; +1,296 ვიზიტით მეტი) და სხვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა