„ალფა სახლი გლდანში“ - ბინა, რომელიც ცხოვრებას გიმარტივებს და ინვესტიციად იქცევა.
თბილისის მასშტაბით საცხოვრებელი სივრცის შერჩევა შეიძლება რთული იყოს- განსაკუთრებით მაშინ, როცა გსურს, ბინა იყოს თან კომფორტული, თან ინვესტიციურად გამართლებული, თანაც ისეთ უბანში, სადაც ყოველდღიური ცხოვრება რეალურად მარტივია. სწორედ ასეთ საჭიროებას პასუხობს „ალფა სახლი გლდანში“- მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც აერთიანებს სიმაღლეს, სივრცეს, ხედებსა და შესაძლებლობებს.
რა არის ალფა სახლი გლდანში?
ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც შენდება თბილისის გლდანის რაიონში, თენგიზ შეშელიძის ქუჩაზე - ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და სტრატეგიულ ლოკაციაზე. პროექტი მოიცავს:
- 2 ცათამბჯენ ტიპის 26-სართულიან კორპუსს;
- 416 ბინას და 152 აპარტამენტს;
- 2778.7 მ² კომერციულ სივრცეს;
- სტადიონს, სკვერს, რეკრეაციულ ზონას და ავტოფარეხს.
ეს არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსი - ეს არის სივრცე, რომელიც შექმნილია გრძელვადიანი ცხოვრების სტილისთვის.
ბინები, აპარტამენტები და დუპლექსები - არჩევანი შენზეა
„ალფა სახლი გლდანში“ გამოირჩევა იმითაც, რომ ნებისმიერი მოთხოვნის მქონე მომხმარებლისთვის აქვს კონკრეტული შეთავაზება:
- აპარტამენტები - იდეალურია როგორც საინვესტიციოდ, ისე მოკლევადიანი ან გრძელვადიანი გაქირავებისთვის.იწყება 32 კვ.მ-დან 57კვ.მ-მდე და მდებარეობს I-IV სართულზე;
- ბინები - ბინების ფართი მერყეობს 47კვ.მ-დან - 117.9 მ²-მდე. არსებობს ერთსაძინებლიანი, ორსაძინებლიანი და სამსაძინებლიანი განლაგება - სრულად მორგებული ოჯახურ კომფორტზე;
- დუპლექსები - 26-ე სართულზე განთავსებული 24 დუპლექსი - 47კვ.მ-დან - 81.5 კვ.მ-მდე - ქალაქის ხედებით, ღია სივრცითა და უნიკალური განლაგებით. იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მეტზე მეტი: სივრცე, სიმაღლე და სტილი.
გინდა ბინა საკუთარი მოხმარებისთვის, გაქირავებისთვის თუ შემდგომი გადაყიდვისთვის - გლდანი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი უბანია თბილისში, რაც ინვესტიციას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
განსაკუთრებით მაშინ, როცა:
- გლდანში აშენდა მეტროს ახალი განშტოება;
- იზრდება კომერციული აქტივობა;
- უბანი ინარჩუნებს დაბალ ფასებს თბილისის სხვა ცენტრალურ უბნებთან შედარებით.
აპარტამენტები, მაგალითად, იდეალური არჩევანია გასაქირავებლად ან კომპანიებისთვის, ვინც ეძებს პატარა ოფისს.
ინფრასტრუქტურა და კომფორტი
კომპლექსს აქვს ყველაფერი რაც მყუდრო ცხოვრებისათვის გჭირდებათ:
- 224 ადგილიანი დახურული ავტოფარეხი;
- სპეციალური სადგომები საჭიროებათა მქონე პირთათვის;
- სტადიონი და სკვერი რეკრეაციისთვის;
- კომერციული და საოფისე სივრცე ადგილზე.
მშენებლობა დასრულდება 2025 წლის აგვისტოში
ახლა სწორედ ის ეტაპია, როდესაც შენ შეგიძლია აირჩიო საუკეთესო სართული, ხედით, გეგმარებით და გადახდის პირობით - სანამ ეს არჩევანი სხვამ არ გააკეთა.