საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების 15.3% უკვე საქართველოს რეზიდენტებად ითვლებიან
საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების 15.3% შეფასებულია როგორც საქართველოს რეზიდენტები. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.
„2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი ბელორუსის მოქალაქეების 15.3% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას, თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მონაცემებში.
საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების 15.3% რეზიდენტებად ითვლებიან
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 1.971 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ცალკეულ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი შემოსავალი საქართველომ სწორედ რუსი მოგზაურებისგან მიიღო. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-ივნისში რუსმა მოგზაურებმა საქართველოში 307.8 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით, მეორე ადგილზე საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებია 277.1 მლნ დოლარით.
რაც შეეხება ბელარუსს, წელს 8.2%-ით არის შემცირებული ბელარუსის მოქალაქეების მიერ საქართველოში მოგზაურობისას გაწეული დანახარჯები. 2024 წლის ორ კვარტალში თუ დანახარჯები 39 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 35.8 მლნ დოლარი იყო.