თეგებით ძიება

ვის აქვს ყველაზე მეტი ბიტკოინი? - TOP-5

ბოლო დღეების განმავლობაში ბიტკოინი $120,000-იან შუალედში ივაჭრება, რაც ნიშნავს, რომ მისი ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $2.35 ტრილიონია. ამ მაჩვენებლით, ბიტკოინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ფინანსური ინსტრუმენტია, რომელსაც მხოლოდ ფიზიკური ოქრო და NVIDIA-ს, Microsoft-ის, Apple-ის, Amazon-ის და Google-ის აქციები უსწრებს.

ბიტკოინი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომლის ფლობის უფლება და შესაძლებლობა ყველას აქვს, მაგრამ მისი უდიდესი ნაწილი რამდენიმე სუბიექტის საკუთრებაში არის კონცენტრირებული და ეს ტენდენცია ბოლო წლებში უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. ბიტკოინის უდიდეს მფლობელებს შორის ვხვდებით, როგორც კრიპტოვალუტის შემქმნელ სატოში ნაკამოტოს, ასევე რამდენიმე საერთაშორისო ფინანსურ კომპანიას.

#1 — Satoshi Nakamoto

რაოდენობა = 1.1 მილიონი ბიტკოინი

ღირებულება $120,000-ზე = $132 მლრდ

ბაზრის წილი = 5.2%

#2 — BlackRock

რაოდენობა = 700,439 ბიტკოინი

ღირებულება $120,000-ზე = $84 მლრდ

ბაზრის წილი = 3.3%

#3 — Binance

რაოდენობა = 617,000 ბიტკოინი

ღირებულება $120,000-ზე = $74 მლრდ

ბაზრის წილი = 2.9%

#4 — Strategy

რაოდენობა = 628,791 ბიტკოინი

ღირებულება $120,000-ზე = $75.4 მლრდ

ბაზრის წილი = 2.9%

#5 — აშშ-ის მთავრობა

რაოდენობა = 207,189 ბიტკოინი

ღირებულება $120,000-ზე = $24.8 მლრდ

ბაზრის წილი = 1%


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა