2025 წლის 7 თვეში ბიუჯეტში 12.5 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტში სულ 12.5 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა. ეს წლიური გეგმის, ანუ 21.9 მილიარდი ლარის 57%-ია.
ხაზინის თანახმად, გასული თვის განმავლობაში მობილიზებული გადასახადების მოცულობა 1.9 მილიარდი ლარი იყო, რაც აღემატებოდა წლის საშუალო მობილიზების მაჩვენებელს - 1.8 მილიარდ ლარს.
კონკრეტული გადასახადების მიხედვით, იანვარ-ივლისის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
- დღგ - 4.47 მილიარდი ლარი, უშუალოდ ივლისში 711 მილიონი ლარი;
- საშემოსავლო გადასახადი - 4.32 მილიარდი ლარი, უშუალოდ ივლისში 615 მილიონი ლარი;
- მოგების გადასახადი - 1.72 მილიარდი ლარი, უშუალოდ ივლისში 275 მილიონი ლარი;
- აქციზი - 1.4 მილიარდი ლარი, უშუალოდ ივლისში 222 მილიონი ლარი;
- იმპორტის გადასახადი - 84 მილიონი ლარი, უშუალოდ ივლისში 15 მილიონი ლარი;
- სხვა გადასახადები - 440 მილიონი ლარი, უშუალოდ ივლისში 78 მილიონი ლარი.