თეგებით ძიება

სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობა 31-წლიან მინიმუმზეა - ყოველი მე-3 მოსახლე პენსიას იღებს

ბოლო 31 წლის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობა თითქმის 1.5-ჯერ შემცირდა და რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლისთვის ადგილზე მოსახლეობის რიცხოვნობა 283.3 ათასს შეადგენდა, მაშინ როცა 1994 წელს 436.1 ათასი იყო.

რეგიონში მუნიციპალიტეტების მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობა 2025 წელს ასე გამოიყურებოდა:

  • ფოთის მუნიციპალიტეტი - 41.2 ათასი;
  • აბაშის მუნიციპალიტეტი - 17.2 ათასი;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 91.6 ათასი;
  • მარტვილის მუნიციპალიტეტი 29.6 ათასი;
  • მესტიის მუნიციპალიტეტი 9.2 ათასი;
  • სენაკის მუნიციპალიტეტი 28.9 ათასი;
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 20.3 ათასი;
  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 20.2 ათასი;
  • ხობის მუნიციპალიტეტი - 25.1 ათასი.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ყოველი მე-3 მოსახლე პენსიას იღებს

ადგილზე რეკორდულად დაბალია შობადობის მაჩვენებელიც. კერძოდ, სამეგრელო - ზემო სვანეთში 2024 წელს 2 414 ბავშვი დაიბადა, რაც 1994 წლიდან დღემდე ყველაზე დაბალი შობადობაა.

ამასთანავე, რეგიონში თითქმის ყოველი მე-3 ადამიანი პენსიას იღებს. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს რეგიონში პენსიის მიმღებთა რიცხვი 89 936-ს შეადგენდა. რაიონების მიხედვით მონაცემები ასეთია:

  • აბაშის რაიონი - 5 333 პირი;
  • ზუგდიდის რაიონი - 33 641 პირი;
  • მარტვილის რაიონი - 8 611 პირი;
  • მესტიის რაიონი - 2 111 პირი;
  • სენაკის რაიონი - 10 298 პირი;
  • ფოთი - 9 477 პირი;
  • ჩხოროწყუს რაიონი - 5 810 პირი;
  • წალენჯიხის რაიონი - 7 383 პირი;
  • ხობის რაიონი - 7 272 პირი.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობას იღებს 13 335 პირი. რაიონების მიხედვით, სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხოვნობა ასე გამოიყურება:

  • აბაშის რაიონი - 904 პირი;
  • ზუგდიდის რაიონი - 5 487 პირი;
  • მარტვილის რაიონი - 1 058 პირი;
  • მესტიის რაიონი - 1 042 პირი;
  • სენაკის რაიონი - 1 635 პირი;
  • ფოთი - 920 პირი;
  • ჩხოროწყუს რაიონი - 560
  • წალენჯიხის რაიონი - 937 პირი;
  • ხობის რაიონი - 792 პირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა