Forbes-ის მილიარდერთა სიაში კვლავ ორი ქართველია - რა კაპიტალს ფლობენ და რომელ ადგილებზე არიან?
7 აგვისტოს მონაცემებით, Forbes-ის მილიარდერთა სიაში კვლავ ორი ქართველია - მიხეილ ლომთაძე და ბიძინა ივანიშვილი.
გადავხედოთ, როგორია მათი მდგომარეობა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის: ლომთაძის ქონება 5.9 მლრდ აშშ დოლარად ფასდება, რითაც მსოფლიო მილიარდერთა სიაში 629-ე ადგილზეა, ივანიშვილის კაპიტალი კი 2.7 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული და მსოფლიოს 1434-ე ყველაზე მდიდარი ადამიანია.
რაც შეეხება ზედა ათეულს, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიან ილონ მასკს 407 მლრდ აშშ დოლარის აქტივები აქვს, მეორე ადგილზე Oracle-ს დამფუძნებელი, ლარი ელისონია, მესამეზე კი - მარკ ცუკერბერგი.
Forbes-ის შეფასებით, ტოპ-10 უმდიდრესი ადამიანი, 7 აგვისტოს მონაცემებით:
- ილონ მასკი - 407.9 მლრდ აშშ დოლარი;
- ლარი ელისონი - 295.3 მლრდ აშშ დოლარი;
- მარკ ცუკერბერგი - 264.6 მლრდ აშშ დოლარი;
- ჯეფ ბეზოსი - 236.3 მლრდ აშშ დოლარი;
- ლარი პეიჯი - 161.6 მლრდ აშშ დოლარი;
- იენსენ ჰუანი - 157.6 მლრდ აშშ დოლარი;
- სერგეი ბრინი - 154.2 მლრდ აშშ დოლარი;
- სტივ ბალმერი - 146.2 მლრდ აშშ დოლარი;
- ბერნარდ არნო - 141.5 მლრდ აშშ დოლარი;
- უორენ ბაფეტი - 138.3 მლრდ აშშ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მსგავსად, Forbes-ის ათეულშიც დაკარგა ადგილი ბილ გეიტსმა, რომლის ქონება 115.9 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული და სიის მე-14 ადგილზეა.