საქართველოს აეროპორტების მიერ მგზავრთა მომსახურება ბოლო 10 წელში 229%-ით გაიზარდა - რამდენი მგზავრი მივიღეთ?
2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7.44 მლნ მგზავრს მოემსახურა. ამის შესახებ „საქსტატის“ ინფორმაციიდან ვიგებთ.
მონაცემების მიხედვით, ჩვენმა აეროპორტებმა 2024 წელს მიიღო 3.71 მლნ მგზავრი, ხოლო გაემგზავრა 3.73 მლნ მგზავრი.
შედარებისთვის, წლევანდელი რიცხვი 2015 წლის მაჩვენებელს 229%-ით აღემატება, ხოლო 2023 წლისას - 24%-ით.
გთავაზობთ 2015-2025 წლებში მგზავრთა ნაკადის საერთო რაოდენობას საქართველოს აეროპორტებში:
- 2015 წელი – 2.26 მლნ მგზავრი;
- 2016 წელი – 2.83 მლნ მგზავრი;
- 2017 წელი – 4.07 მლნ მგზავრი;
- 2018 წელი – 5.03 მლნ მგზავრი;
- 2019 წელი – 5.2 მლნ მგზავრი;
- 2020 წელი – 0.83 მლნ მგზავრი;
- 2021 წელი – 2.49 მლნ მგზავრი;
- 2022 წელი – 4.46 მლნ მგზავრი;
- 2023 წელი – 6.0 მლნ მგზავრი;
- 2024 წელი – 7.44 მლნ მგზავრი.
ინფორმაციისთვის, 2024 წელს საქართველოს აეროპორტებიდან 30.3 ათასი სამგზავრო რეისი განხორციელდა.