თეგებით ძიება

საქართველოში 132 ათას ადამიანს 600 ლარამდე აქვს ხელფასი - რამდენს აქვს 2400 ლარი ან მეტი

2025 წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ხელფასის მიმღებ პირთა საერთო რაოდენობა 963 ათას ადამიანს შეადგენს. ამის შესახებ PMCG-ი შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით წერს.

ანალიზის მიხედვით, ხელფასის მიმღებთა 34.4% თვიურად მაღალ ხელფასს გამოიმუშავებს; 29.9% - საშუალო ხელფასს; 22% - საშუალოზე დაბალს; ხოლო 13.7% - დაბალს.

331 ათასი ადამიანი - 1 200-დან 2399 ლარამდე;

288 ათასი ადამიანი - 2 400 ლარი ან მეტი;

212 ათასი ადამიანი - 600-დან 1199 ლარამდე;

132 ათასი ადამიანი - 599 ლარამდე.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ PMCG-ისთვის მიწოდებული მონაცემები საბოლოო არ არის და, შესაძლოა, ოდნავი ცდომილებით იყოს წარმოდგენილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა