თეგებით ძიება

საქართველოს სასტუმროებში ისრაელიდან სტუმრების რაოდენობა 57.4%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქართველოს სასტუმროებში ისრაელიდან სტუმრების რაოდენობა 57.4%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2024 სრულ წელს მოიცავს.

„2024 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 5.8 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 16.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 63.5 პროცენტს უცხოელები შეადგენდნენ და მათი უმეტესობა, 549.9 ათასი (სტუმრების ჯამური რაოდენობის 14.9 პროცენტი), ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 57.4 პროცენტით მეტია.

ევროკავშირის მოქალაქეები, რომელთა უმეტესობა გერმანიისა (ევროკავშირის მოქალაქე სტუმრების 30.6 პროცენტი) და პოლონეთის (ევროკავშირის მოქალაქე სტუმრების 20.8 პროცენტი) მოქალაქეები იყვნენ, უცხოელი სტუმრების მთლიანი რაოდენობის 8.2 პროცენტს შეადგენდნენ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

2024 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით (89.8 პროცენტი).


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა