თეგებით ძიება

6 თვეში საქართველოში 47 267 ავარია მოხდა, გარდაიცვალა 328 პირი - რა იყო გამომწვევი მიზეზები

საქართველოს მასშტაბით, 6 თვეში ჯამში 47 267 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკიდან ჩანს. აქედან 4 220 შემთხვევა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად მოხდა, ხოლო 43 047 - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, შედეგად, 6 თვეში გარდაიცვალა 328 ადამიანი, ხოლო დაშავდა - 5 579.

შსს-ს მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა, თითქმის 62% თბილისზე მოდის. სტატისტიკის მიხევდით, როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დედაქალაქში ავარიების რაოდენობამ 29 135 შეადგინა. შედეგად, თბილისში გარდაიცვალა 78 და დაშავდა 2 404 ადამიანი.

რაც შეეხება მიზეზებს, რის გამოც წელს 6 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი გადაიცვალა, სტატისტიკა ასე ნაწილდება:

  • შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა - გარდაიცვალა 83 პირი
  • მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება - 82 პირი
  • მოხვევის მანევრის შედეგად დაიღუპა 70 პირი
  • ქვეითის მიერ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა - 56 პირი
  • სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში - 43 პირი
  • დისტანციის დაუცველობა - 28 პირი და ა.შ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა