რომელია ევროპის 10 საუკეთესო რკინიგზის სადგური - Consumer Choice Center-ის რეიტინგი
ციურიხის რკინიგზის სადგური ევროპაში საუკეთესოა. 2025 წლის საუკეთესო ევროპული რკინიგზის სადგურების რეიტინგი კვლევით პლატფორმა Consumer Choice Center-მა შეადგინა, რასაც 34travel ავრცელებს.
რეიტინგი მგზავრების შეფასებების საფუძველზე, სადგურების კომფორტის დონის, მომსახურების ხელმისაწვდომობის, კომერციული შეთავაზებების მრავალფეროვნებისა და მომსახურების ხარისხის გათვალისწინებით იქნა შედგენილი.
ამ მხრივ ციურიხის სადგურმა (Zürich Hauptbahnhof) ყველაზე მეტი ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე პოლონეთის Wrocław Główny-ია, რომელიც ლიდერებს შორის დებიუტანტია. სამეულს კვლავ შვეიცარიული Bern Hauptbahnhof ხურავს, ხოლო პირველ ხუთეულში ბერლინის სადგური და ლონდონის Paddington მოხვდა.
ევროპის 10 საუკეთესო რკინიგზის სადგურია:
- Zürich Hbf – ციურიხი, შვეიცარია
- Wrocław Główny – ვროცლავი, პოლონეთი
- Bern Hbf – ბერნი, შვეიცარია
- Berlin Hbf – ბერლინი, გერმანია
- London Paddington – ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
- Utrecht Centraal – უტრეხტი, ნიდერლანდები
- London Bridge – ლონდონი, დიდი ბრიტანეთი;
- Wien Hauptbahnhof – ვენა, ავსტრია
- Gare Montparnasse – პარიზი, საფრანგეთი
- Amsterdam Centraal – ამსტერდამი, ნიდერლანდები