ლამინატი, MDF, შეღებილი და შპონირებული MDF - რა უნდა ვიცოდეთ ავეჯის მასალების შესახებ?
ავეჯის ხარისხი და გამძლეობა დიდწილად არის დამოკიდებული მასალების არჩევაზე. თანამედროვე დიზაინი და პრაქტიკულობა გულისხმობს მასალების სწორად შერჩევას, რაც ავეჯს არა მხოლოდ ვიზუალურად აქცევს მიმზიდველს, არამედ უზრუნველყოფს მის გამძლეობას და ფუნქციურობას. ლამინატი, MDF, შეღებილი MDF და შპონირებული MDF – ეს მასალები ძალიან პოპულარულია ავეჯის წარმოებაში, მაგრამ თითოეული მათგანი განსხვავდება, როგორც ვიზუალურად, ისე გამოყენების ტექნიკის მხრივ. ამ სტატიაში განვიხილავთ მათ შორის არსებულ განსხვავებებს, უპირატესობებსა და უარყოფით მხარეებს.
ლამინატი
ხელოვნური მასალაა, რომელიც შედგება თხელი პლასტმასის ფენებისგან. ლამინატს ეძლევა ხის, ქვის და სხვა მასალების იერსახე. იდეალურია ისეთ ავეჯზე გამოსაყენებლად, რომელიც ხშირად გამოყენებადია, მათ შორის: კარადები, მაგიდები, თაროები და ტუმბოები.
უპირატესობები
ადვილად მოსავლელი;
მრავალფეროვანი არჩევანი;
ეკონომიური და ხელმისაწვდომი;
უარყოფითი მხარეები
დაზიანებების მიმართ არამდგრადი;
არაბუნებრივი იერსახე;
MDF
მიიღება მყარი ან რბილი ხის ნარჩენების ბოჭკოებად დაშლით, შემდგომ კი ცვილთან და ფისოვანი ნივთიერებების შერწყმით, მუშავდება მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში. MDF ფასადური მასალაა და არ გამოიყენება ავეჯის შიგთავსში. მისი ბუნებრივი ზედაპირი მარტივად იცვლება და ერგება სხვადასხვა დეკორაციის სტილს.
უპირატესობები
მდგრადია ნესტის მიმართ;
მრავალფეროვანი დიზაინი;
უარყოფითი მხარეები
მექანიკური დაზიანებების მიმართ არამდგრადი;
შეღებილი MDF
MDF-ის ბაზა, რომელსაც ფასადი არ აქვს, იღებება, მუშავდება და ფერი ეძლევა. შეღებილ MDF-ს შეგვიძლია მივცეთ ისეთი ფერი, რაც მზა MDF-ს არ აქვს. MDF-გან განსხვავებით, შეღებილს დაწიბოება არ სჭირდება. იგი იდეალურია მინიმალისტური ან თანამედროვე სტილისთვის, სადაც ფერთა სიმარტივე მნიშვნელოვანია.
უპირატესობები
შესაძლებელია ნებისმიერი ფერის მიღება;
გლუვი ზედაპირი;
უარყოფითი მხარეები
შეღებილი ზედაპირი შეიძლება დაზიანდეს;
საჭიროებს პერიოდულ მოვლას;
შპონირებული MDF
ვაკუუმის აპარატში შპონირებული MDF-ია. ეს მასალა უფრო ბუნებრივ იერსახეს ანიჭებს ავეჯს, სწორედ ამიტომ, იდეალური არჩევანია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნებრივი იერსახე და გამძლეობა ავეჯში.
უპირატესობები
ესთეტიკური და ბუნებრივი სილამაზე;
ნაკაწრების მიმართ გამძლე;
უარყოფითი მხარეები
წყლისადმი არამდგრადი;
ნაკლებად ბიუჯეტური;