თეგებით ძიება

"სხვა უბანი“ - დიდი დიღომის მასშტაბური მრავალფუნქციური პროექტი "ალფა სახლიგან“

დიდი დიღომში პეტრე იბერის ქუჩაზე "ალფა სახლი" ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს "სხვა უბანს" აშენებს. ეს არის მრავალფუნქციური სივრცე, სადაც გაერთიანებულია 22 საცხოვრებელი ბლოკისგან შემდგარი 14 კორპუსი, ორი საბავშვო ბაღი, სკოლა, საოფისე და კომერციული ფართები, გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები და ასევე სპეციალური ზონა ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვისაც.

რა შესაძლებლობებს ქმნის "სხვა უბანი"

ამ თემაზე BM-სთან "ალფა სახლის" უძრავი ქონების ექსპერტი, ანანო ცხომარია საუბრობს.

"ალფა სახლი" სხვა უბანში შენდება პეტრე იბერის 13 ნომერში. აქ გახლავთ 22 კორპუსიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ამიერ კავკასიაში სიდიდით პირველ ადგილს იკავებს. ამ ტერიტორიაზე იქნება 6 ჰექტარი გამწვანებული სივრცე, ანუ 60 000 მ². აქ იქნება მხოლოდ საფეხმავლო ბილიკები, დაინტერესებულ პირებს მაშტაბი, რომ მარტივად წარმოვადგენინოთ, პროექტი თითქმის გახლავთ კიკვიძის პარკის ხელა და დიდი დიღომში არსებულ პარკზე ოთხჯერ უფრო დიდი. ამ ტერიტორიაზე ჩვენი მობინადრეებისთვის მოეწყობა ოთხი სპორტული მოედანი, საბავშვო ტერიტორია, იზოლირებული გარემო ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. გვექნება ორი საბავშვო ბაღი, სკოლა, ასევე თითოეულ კორპუსს ექნება "ალფა სახლის" მხრიდან გარემონტებული ლობი და მოვაწყობთ სივრცეს დამხმარე პერსონალისთვის, მებაღეებისთვის, დიასახლისებისთვის", - ამბობს ის.

რითია გამორჩეული ზოგადად ეს პროექტი და რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა კომპანიისთვის ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება?

"23 წელია უკვე "ალფა სახლი" ბაზარზე გახლავთ და ამ პერიოდის მანძილზე გვაქვს 19 დასრულებული პროექტი, თუმცა ასეთი მასშტაბის ნამდვილად ჯერ არ გვქონია. ეს გახლავთ, როგორც ჩვენთვის ასევე ამიერ კავკასიაში სიდიდით პირველ ადგილზე მყოფი პროექტი და სიდიდესთან ერთად არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი მობინადრეებისთვის გვქონდეს იზოლირებული და კეთილმოწყობილი ტერიტორია.

ამ ტერიტორიაზე ჩვენ სხვა კარკასის კონდიციით ვაბარებთ ბინებს, რაც არის "ალფა სახლის" მიერ დანერგილი და ნათქვამი სიტყვა უძრავი ქონების ბაზარზე. სხვა კარკასის კონდიციით, როდესაც ჩვენი მობინადრე ჩაიბარებს ბინას, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ექნება მწვანე კარკასის გაუმჯობესებული ვერსია, რა დროსაც ივიწყებს ყველანაირ შავ სამუშაოს და ბინაში შედის მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის გასაკეთებლად. შპალერი, კაფელი, მეტლახი, ჩვენი მხრიდან დამონტაჟებული იქნება ბინაში შესასვლელი რკინის კარი, რომელიც იქნება ცეცხლგანამძლე, მოჭიმული ატაკი, ეგრეთწოდებული სტიაშკა, რომელიც იქნება სველ წერტილშიც კი. შიდა ტიხრები ამოგვყავს 10ს სმ-იანი იტონგის ბლოკით და მინდა ყურადღება გავამახვილო ამ ბლოკზე. ეს გახლავთ სპეციალური პროდუქტი თბოიზოლაციისთვის და ასეთი ბლოკით აშენებული ბინის შემთხვევაში კომუნალურის გადასახადი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბლოკით აშენებულ ბინაში. ტიხრებს ჩვენ შემდეგ ვლესავთ პერლიტის და თაბაშირის ნაზავით, რაც გახლავთ სპეციალური პროდუქტი ხმის და თმოიზოლაციისთვის. რაც შეეხება აივანს, აივანზე აბსოლუტურად ყველანაირი საქმე სრულ რემონტამდე არის ჩვენი მხრიდან გაკეთებული. იქნება გამოსასვლელი შავი ფერის მეტალოპლასტმასის კარფანჯარა, ორი მექანიზმით, გაღება გადმოწევით და ორი მინაპაკეტით თბოიზოლაციისთვის. ექნება მოაჯირი ან შუშის ან რკინის. იმის მიხედვით კონკრეტულ სართულს ფასადზე რა უწევს. აივანზე მეტლახი იქნება დაგებული და ცენტრალური საქვაბი ადგილისთვის კარადა გამზადებული.

მრიცხვილს ვაყენებთ შუქზე, წყალზე, გაზზე, ბინას აბონენტად ვარეგისტრირებთ და სახლში ვაკეთებთ დაქსელვას. ცენტრალური გათბობის, ბუნებრივი აირის, წყლის და გაზის ქსელი იქნება ჩვენი მხრიდან გაკეთებული. ანუ როდესაც მობინადრე შემოვა, საერთოდ აღარაფერს აღარ გააკეთებს თავად კოსმეტიკური რემონტის გარდა. დიდი დიღომი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უბანი გახლავთ და არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი. ამ პროექტში, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ვაშენებთ 22 კორპუსიან საცხოვრებლო კომპლექსს და თვის მანძილზე 100-დან 150 ბინამდე იყიდება. გვაქვს წინა საახალწლო შეთავაზება.

"ალფა სახლის" სხვაობ უბანში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეიძინონ ბინა სამი განსხვავებული პირობით. ეს გახლავთ ფასის კორექტირება, ყოველთვიური გადასახდით 50%-ით შემცირება და მესამე არის, რომ ბინას ჩაიბარებენ სხვა კარკასის კონდიციით, თეთრი კარკასის კონდიციის ნაცვლად", - ამბობს ანანო ცხომარია.

პირობების და დეტალების გასაცნობად ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს:

ობიექტზე - დიდ დიღომში, პეტრე იბერის შესახვევი #13

სათაო ოფისში - თბილისი, წერეთლის გამზ. #117ა

ბათუმის ფილიალში - რუსთაველის გამზ. #13


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა