თეგებით ძიება

"უძრავი ქონების გაიაფების მოლოდინი ნაადრევია - ბაზარზე მოთხოვნა კვლავ მიწოდებას აღემატება"

„უძრავი ქონების ბაზარზე ფასების შემცირების მოლოდინი ნაადრევია - ბაზარზე მოთხოვნა კვლავ მიწოდებას აღემატება“, - ამის შესახებ „მწვანე ინვესტიციების“ დამფუძნებლმა გივი კორინთელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბინების ფასები სტაბილურად იზრდება, რასაც როგორც ინფლაციური პროცესები, ისე რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარება და სხვა გარე ფაქტორები განაპირობებს.

როგორც კორინთელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, ბაზარზე კვლავ შენარჩუნებულია დისბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, რის გამოც ფასების დასტაბილურებაზე ან შემცირებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„ფასები არ გაჩერებულა, აგრძელებს სტაბილურ ზრდას. ამას, რა თქმა უნდა, ინფლაციური პროცესებიც ახლავს, მაგრამ ასევე გავლენას ახდენს რეგიონში არსებული გაურკვეველი ვითარება, ნავთობის ფასების ვოლატილობა და სხვა გარე ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ მოქმედებს ფასებზე. ყოველ შემთხვევაში, ფასების შემცირების ტენდენცია ჯერ არ ჩანს.

ამის მთავარი მიზეზი კვლავ მაღალი მოთხოვნაა, რომელიც არსებულ მიწოდებას აღემატება. ჯერჯერობით ისევ იმ სტადიაში ვართ, სადაც მიწოდება ჩამორჩება მოთხოვნას.

შესაბამისად, ამ ეტაპზე ფასების დასტაბილურებასა თუ შემცირებაზე საუბარი ცოტა ნაადრევია,“ - ამბობს გივი კორინთელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა