თეგებით ძიება
01. 02. 2016 News-ები

დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის გამოსვლაზე

"საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის დღეს უნდა შევხვდეთ რაც შეიძლება საქმიანად, ინტერესით, მაგრამ არა რაღაც მორიგი სკანდალებით. პრემიერ-მინისტრმა ამაზე იუსაუბრა, როცა თქვა, რომ ეს არის ჩვეულებრივი, მნიშვნელოვანი მოვლენა და თუ მას ფიზიკური შესაძლებლობა ექნება და რაიმე სხვა უფრო მნიშვნელოვანით არ იქნება დაკავებული, ის ამ შეხვედრას დაესწრება ხოლმე – არა მხოლოდ ახლა, არამედ ზოგადად, მომავლშიც. იგივე პოზიცია დაიკავეს მთავრობის წევრებმა და ამ თემაზე პასუხი გაცემულია. ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენაზე და შესაბამისად, ამ სხდომაზე ყოფნის ვალდებულება აქვთ პარლამენტის წევრებს და პრეზიდენტს. სხვა თანამდებობის პირებს - პრემიერს და მინისტრებს აქვთ უფლება, პარლამენტის სხდომებს დაესწრონ და სურვილის შემთხვევაში, პარლამენტის კარი, რა თქმა უნდა, მათთვის ღია იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა