თავდასხმა ქაბულში - არიან დაღუპულები და დაშავებულები
თავდასხმა ქაბულში-პარლამენტის შენობის მახლობლად მდებარე პოლიციის განყოფილების შესასვლელთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. შედეგად, ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა.
გარდაცვლილთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ ტერორისტი დანაღმულ მანქანას მართავდა, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ის პოლიციასთან ხალხის რიგს შეერია და ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.