„სიების შედგენაში, მგონი, მიიღებს ბიძინა ივანშვილი მონაწილეობას"
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო სიების დაკომპლექტებაზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ შესაძლოა ამ პროცესში მონაწილეობა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც მიიღოს. უსუფაშვილის თქმით, სიის პირველი ნომერი სავარაუდოდ იქნება გიორგი კვირიკაშვილი.