რომელი წრეა ცარიელი? - ტესტი, რომელსაც ახალწვეულები გადიან
ამ ფსიქოლოგიურ ტესტს ფინეთში ახალწვეულები გადიან. ტესტის იდეა მარტივია: ახალწვეული უყურებს ფურცელს, რომელზეც 6 წრეა მოცემული და ასახელებს ამ წრეებში ჩაწერილ რიცხვებს.
თუ ახალწვეული ექვსივე წრეში ჩაწერილ ციფრს სწორად დაასახელებს, იგი ჯანმრთელია. თუ მომავალმა ჯარისკაცმა რამდენიმე წრეში ვერ დაინახა რიცხვი, მან ექიმს უნდა მიმართოს და დალტონიზმზე გაიაროს შემოწმება.
ხოლო თუ ახალწვეული ერთ-ერთ წრეში ვერ ხედავს რიცხვს, მას შესაძლოა პრობლემები შეექმნას რომელიმე მიმართულებით.
ახლა კი თქვენც დააკვირდით გამოსახულებას და ნახეთ, ხედავთ თუ არა ყველა წრეში რიცხვს. ხოლო თუ რომელიმე მათგანში რიცხვი ვერ დაინახეთ, ქვემოთ მოცემული ახსნიდან გაიგეთ რა მიმართულებით შეიძლება შეგექმნათ პრობლემა.
რომელი წრეა ცარიელი? - ტესტი, რომელსაც ახალწვეულები გადიან
ცარიელია წრე #1. მომატებული აგრესიულობა, კონფლიქტურობა. რეკომენდებულია მეტი ფიზიკური აქტივობა და კონტრასტული შხაპი.
ცარიელია წრე #2. დაქვეითებულია გონებრივი შესაძლებლობები. ეს ხელს არ უშლის ზოგადი სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდას და დამატებითი ღონისძიებები არ არის საჭირო.
ცარიელია წრე #3. გასტერიმარგია (ღორმუცელობა). გაძლიერებული მადა, უკუნაჩვენებია მჯდომარე სამსახური და სამზარეულოში მუშაობა.
ცარიელია წრე #4. სადიზმი. მსუბუქი ფორმის დროს რეკომენდებულია აკადემიურ შემადგენლობაში ჩასმა, მძიმე ფორმის შემთხვევაში — დისციპლინარულ განყოფილებაში.
ცარიელია წრე #5. ლატენტური (ფარული) ჰომოსექსუალიზმი. შესაძლოა თავისივე სქესის პირებისადმი ლტოლვის ნაკლებადკონდროლირებადი გამოვლენები. დამატებითი ღონისძიებები აუცილებელი არ არის.
ცარიელია წრე #6. შესაძლო შიზოფრენია. რეკომენდებულია სრული ფსიქიატრიული გამოკვლევა.