კახეთში 14 წლის გოგონა დაჭრეს
უბედური შემთხვევა თუ განზრახ გასროლა, კახეთში 14 წლის გოგონა დაჭრეს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაჭრილს ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.
როგორც საავადმყოფოში განმარტავენ 14 წლის გოგოს რამდენიმე ორგანო მძიმედ აქვს დაზიანებული. კურიერთან საუბრის დროს ექიმები აცხადებენ, რომ შესაძლოა სხეულიდან რამდენიმე ორგანოს ამოკვეთაც გახდეს საჭირო.
შემთხვევა სოფელ მატანში მოხდა თუმცა ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს. თუმცა კურიერთან საუბრისას სოფლის რწმუნებული აცხადებს, რომ ახალგაზრდა ბიჭს თოფი გაუვარდა და დაჭრილის დახმარებას თავად ცდილობდა.
შს-სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო დაკავებულია ეჭვმიტანილიც, რომელიც 22 წლისაა.