თეგებით ძიება
03. 02. 2016 News-ები

ქალი სასწორი

ჰაერის ნიშანია. მფარველობს ვენერა. დაჯილდოვებულია რბილი ხასიათით და ნათელი გონებით. ამ ნიშნით დაბადებულები გამოირჩევიან გაწონასწორებულობით. ვენერა ამ ნიშნით დაბადებულებს გულუხვად ასაჩუქრებს სიყვარულის უნარით, ელეგანტურობით, სინატიფით. სასწორი ადვილად პოულობს ჰარმონიას ცხოვრებაში, მაშინაც კი, როდესაც მას ავადმყოფობა, ანდა უბედურება ეწვევა. სასწორს არ უყვარს აყალმაყალი, უსიამოვნება გართულებები. ყველზე ძვირფასი ამქვეყნად მისთვის სიმშვიდეა.

ამ ნიშნით დაბადებული ქალები მაცდურები და ალერსიანები არიან ამ თვისებებს მათ პლანეტა ვენერა ანიჭებს. მათ გვიანობამდე ძილი უყვართ, სიგიჟემდე იტაცებთ სამკაულები, ტკბილეული. მთავარი საქმიანობაა-სიყვარული. უყვარდეს-მათი ერთადერთი ოცნებაა. სულ მცირედი წინააღმდეგობა მათში აღშფოთებას და ცრემლს იწვევს. ნებიერები და ეგოისტები, ბავშვებივით ალერსიანები და უაღრესად კეთილნი არიან.

სპეციალურად: GOGAGGG.com-ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა