ქვეყანაში მაუწყებლობას იწყებს ახალი არხი „მაესტრო 24“
ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთერთმა დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მაუწყებლობას იწყებს ახალი არხი „მაესტრო 24“, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გავა ეთერში. ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, არხი ეთერში არჩევნებამდე უნდა გავიდეს.
„ვარ დამოუკიდებელი კომპანია, მაქვს ავტორიზაცია, ვიყავი მარეგულირებელ კომისიაში, შევატყობინე, რომ ვიწყებ ტრანსლირებას. ეს არის საცდელი მაუწყებლობა. 20-წლიანი გამოცდილება მაქვს სატელევიზიო სივრცეში, არჩევნები ახლოვდება მალე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ახალი, საკუთარი არხი, ყველა ოჯახში, სადაც ტელევიზორია, იყოს ხელმისაწვდომი.
ამ წუთში ოდნავ შეზღუდული მაუწყებლობა აქვს დაფარვის კუთხით, ყველაფერს გამოვასწორებთ, თუ კი სადმე ტელევიზორი დგას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ყველა ოჯახს ექნება „მაესტრო 24“. „მაესტრო24“ არის აბსოლუტურად სხვა არხი.
რაც შეეხება „მაესტროს“ ლოგოს, როგორც საკუთარ შვილზე მაქვს სახელი დარქმეული, ასე მაქვს „მაესტროზე“ და ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ რამე პრეტენზია გაუჩნდება ამასთან დაკავშირებით“,-განაცხადა კიკაბიძემ.
news.ge