თბილისის მერიის ადმინისტრაციას ახალი უფროსი ჰყავს
თბილისის მერიის ადმინისტრაციას ახალი უფროსი ჰყავს. გია ნიკოლეიშვილის კანდიდატურა ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა უკვე მოიწონეს, თუმცა ნიკოლეიშვილს არ აქვს უმცირესობის მხარდაჭერა.
მათი განცხადებით, გია ნიკოლეშივლი უსაფრთხოების სამსახურის პსეციალისტია, შესაბამისად მათთივს გაუეგაბარია, ეს გამოცდილება რაში შეიძლება გამოადგეს მერიის ადმინისტრაციის უფროსისი თანამდებობაზე.
„ჩვენ მივეჩვიეთ, რომ თბილისის მერიაში მუდმივად არის საკადრო ცვლილებები. იქნებ გვითხრათ, რა ფუნქციას ვერ ასრულებდა მოქმედი ხელმძღვანელი პაატა ჯაჭვლიანი. რა ფუნქცია აქვს ისეთი ადმინისტრაციას, რასაც ბატონი პაატა ჯაჭვლიანი ვერ ასრულებდა, რის გამოც საჭირო გახდა აღნიშნული ცვლილება,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრის ამ შეკითხვას თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა უპასუხა.
„პაატა ჯაჭვლიანი არ გათავისუფლებულა სამსახურიდან, ის გადავიდა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე,“ - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.
საკრებულოს სხდომაზე ამავე საკითხთან დაკავშირებით, შეკითხვა დასვა საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა სევდია უგრეხელიძემკამათ.
„ადამიანი არის უსაფრთხოების სპეციალისტი. თქვენი აზრით, ეს გამოცდილება, რაში უნდა გამოადგეს მერიის ადმინისტრაციაში ადამიანს?“ - აცხადებს სევდია უგრეხელიძე.