ზურაბ აბაშიძე - ვემზადებით ხელისუფლებაში დასაბრუნებლად
თავისუფალმა დემოკრატებმა წინასაარჩევნო მარათონი დაიწყეს. საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის კონფერენცია ჩატარდა. პარტიის წევრებმა საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. ასევე შეირჩა თბილისის საქალაქო ორგანიზაციის გამგეობა, რომელიც 27 წევრისგან შედგება. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა. ირაკლი ალასანიამ დღესვე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში თავისუფალი დემოკრატები დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.