თეგებით ძიება
08. 02. 2016 News-ები

გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანია დაასახელა

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებული დაასახელა.

მისი განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის სამთავრობო კომისიამ გამარჯვებული კომპანია - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი 5 თებერვალს გამოავლინა.

„პორტი განვითარდება რამდენიმე ფაზად. პირველი ფაზა, ეს გახლავთ მშენებლობის დაწყებიდან სამი წელი, როდესაც შვიდი მილიონი ტონის დამატებითი გამტარუნარიანობა შევა ძალაში.

პორტის მშენებლობა - საწყისი ეტაპი დაიწყება წელს, ხოლო გარემოს დაცვითი დასკვნის მომზადების შემდეგ, უკვე სრული მასშტაბით, მშენებლობა განახლდება 2017 წელს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
news.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა