თინა ხიდაშელი - "კრიზისზე პასუხისმგებელი არის მთავრობა"
პრემიერმინისტრი კრიზისების მართვისა და უშიშროების საბჭოს გაერთიანებას მხარს არ უჭერს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს საკითხი დღის წესრიგიდან იმის გამო არის მოხსნილი, რომ უსაფრთხოების საბჭოსა და კრიზისების მართვის საბჭოს სხვადასხვა ფუნქციები აკისრია. იგივე პოზიცია აქვს კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელს მინდია ჯანელიძესაც.