თეგებით ძიება
08. 02. 2016 News-ები

სკანდალური დოკუმენტები „მაესტროს“ დირექტორმა გაასაჯაროვა

ტელეკომპანია მაესტროს გენერალურმა დირექტორმა სკანდალური წერილები გაასაჯაროვა. მისი განმართებით ეს დოკუმენტები იმის მტკიცებულებაა, თუ როგორ ორგანიზებულად მიმდინარეობდა მაესტროს ხელში ჩაგდება.

გაბადაძის თქმით მტკიცდება, რომ წილები მაესტროში არა გია გაჩეჩილაძემ არამედ ირაკლი რუხაძემ შეიძინა. რუხაძე იმედის მმართველი კომპანია სელფორდ ჯორგიას ხელმძღვანელია.

ამ მიმოწერიდან ასევე ირკვევა, რომ ირაკლი რუხაძე მაესტროს ხელში ჩასაგდებად ბიზნესმენ კოტე გოგელიას, რომელიც მაკა ასათიანის მეუღლეა ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში დაუკავშირდა.

ერთ-ერთ წერილი, რომელიც 2015 წლის 29 მაისით თარიღდება, ირაკლი რუხაძემ კოტე გოგელიას და მაკა ასათიანს გაუგზავნა. ამ დოკუმენტის მიხევდით რუხაძე სთავაზობს მაკა ასათიანს გარიგებას, რის სანაცვლოდაც ის 7.5 მილიონ დოლარს იხდიდა.

„მას აქვს ჩამოთვლილი პუნქტები, თუ რა აინტერესებს მაესტროში. გარიგების საგანია შემდეგი აქტივები - არა კომპანიის წილები, მაესტროზე, როგორც ბრენდზე უფლება, მაესტროს ლიცენზიები და სიხშირეები, შეძენილი ტელენაწარმის კონტენტი, საავტორო უფლებები მაესტროს მიერ ნაწარმოებ საკუთარ ტელეპროდუქციაზე.

ამ დოკუმენტში ჩანს, რომ ირაკლი რუხაძის ინტერესი იყო ამ ტელეკომპანიაში შინაარსი, რაშიც იხდიდა ის ამ თანხას,“ - განმარტა ბაია გადაბაძემ.

კიდევ ერთი მიმოწერა, რომელსაც ბაია გადაბაძე ასაჯაროვებს 2016 წლის 15 იანვრით თარიღდება. ეს წერილი მაშინ ჯერ კიდევ პარტნიორებმა ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ გაუგზავნეს ყველა სხვა დანარჩენ პარტნიორს, მათ შორის, მამუკა ღლონტს, ეკა აკობიას, მაკა ასათიანს, სადაც აღნიშნულია, რომ გეგმავენ წილის გასხვისებას მესამე პირზე.

„რადგან უპირატესი შესყიდვის უფლება გაქვთ თქვენ, გთავაზობთ, რომ 2.5 მილონად იყიდეთ ჩვენი წილი და ეს ყველაფერი გადაგვიხადეთ სამ დღეშიო.

წესდების თანახმად, თუ მესამე პირი არ ყიდულობს წილს, არ არის საჭირო ასეთი შეთავაზება, აქედან დასტურდება, რომ ისინი ირაკლი რუხაძეზე ყიდდნენ მაშინ წილს და არა გია გაჩეჩილაძეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეთავაზება საჭირო არ იყო. როდესაც ვითარება გართულდა და მიხვდნენ, რომ ირაკლი რუხაძის გამოჩენა არ იყო მათთვის სასარგებლო, ეს წილი იყიდა გია გაჩეჩილაჩემ,“ - აცხადებს ბაია გადაბაძე.

როგორც მაესტროს გენერალური დირექტორი ამბობს, ასეთი ჩარევების გამო გახდა იძულებული მიემართა სასამართლოსთვის გაკოტრებასთან დაკავშირებით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა