თეგებით ძიება
13. 02. 2016 News-ები

ლომი: პიროვნების ზოგადი დახასიათება

ლომს მართავს მზე, რომელიც ეხმარება ლომის ნიშნით დაბადებულებს იგი ამარაგებს ენერგიით, სითბოთი და გულკეთილობით. ამ ნიშნის ადამიანები მემკვიდრეობით არიან ბელადები და ხელმძღვანელები. ლომების უმრავლესობა მაკონტროლებელი პოზიციისაკენ ისწრაფვის. მაგრამ ისინი უნდა შეეცადონ, რომ ეს კონტროლი განახორციელონ დემოკრატიული გზით, სხვაგვარად შეიძლება აუტანელ პატარა ნაპოლეონებად გადაიქცნენ. დიახ, ბონაპარტეც და მუსოლინიც ლომის ნიშნით იყვნენ დაბადებულები.

მამაკაცი-ლომები, რომლებიც ქალს ეთაყვანებიან, ბევრს ლაპარაკობენ საკუთარ თავზე, თავიანთ შესაძლებლობებზე, რის გამოც შეიძლება უბრალო მოლაყბეებადაც ჩათვალონ. ამ ნიშნის ქალები კი ხშირად ძალზე მომხიბლავები გახლავთ მამაკაცებისთვის.

ლომის ნიშნით დაბადებული ადამიანები გულთბილები, მეგობრულები და თანამგრძნობელები არიან, თუმცა ზერელენი თავიანთ გრძნობებში.

სპეციალურად: GOGAGGG.com-ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა