"დამიჯერე, ვალოდია, ეს მე არ ვყოფილვარ, მე მართვის სადავეებთან არ ვარ" - რატომ მოუხადა ლუკაშენკომ ბოდიში ზელენსკის
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთთან ომის დაწყების პირველ დღეებში დაურეკა და ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის დაბომბვის გამო ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ მან ლექს ფრიდმანის პოდკასტში ისაუბრა.
"ომის პირველი დღეებში ლუკაშენკოს ტელეფონით ვესაუბრე და მან ბოდიში მომიხადა და თქვა, რომ "ეს მე არ ვიყავი, რაკეტები ჩემი ტერიტორიიდან გაუშვეს და პუტინი იყო, ვინც მათ უშვებდა." ეს მისი სიტყვებია, თვითმხილველებიც მყავს - "მე ბოდიშს ვიხდიო" - ასე მითხრა. "დამიჯერე ვალოდია, ეს მე არ ვყოფილვარ, მე მართვის სადავეებთან არ ვარ" - ეს მითხრა მან." - თქვა ზელენსკიმ ლექს ფრიდმანთან.მისივე თქმით, ლუკაშენკომ სანაცვლოდ შესთავაზა, რომ უკრაინას ბელარუსში მისთვის "განსაკუთრებული მნიშვნელობის" ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის დაერტყა, რაზეც უარი თქვა. „მას ვუპასუხე, რაზე ლაპარაკობ, რა პასუხი?“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.