თეგებით ძიება
06. 01. 2025 მსოფლიო

რა სიმპტომები ახასიათებს ახალ ვირუსს, რომელიც ჩინეთში დაფიქსირდა? - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Covid-19-ის აფეთ­ქე­ბი­დან ხუთი წლის შემ­დეგ, ჩი­ნეთ­ში ახა­ლი ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და. ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და, მი­ზე­ზი ეპი­დე­მი­აა.

რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის ზრდის გამო, ჯან­დაც­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­დავ­სე­ბუ­ლია.

რო­გორც independent წერს, სხვა­დას­ხვა ტი­პის ვირუ­სებს შო­რის, ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი ვირუ­სი - სა­ხე­ლად HMPV და­ფიქ­სირ­და. ჩი­ნე­თის ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნო­ე­ბი ვი­თა­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და მარ­თვის მიზ­ნით, გა­და­უ­დე­ბელ, სა­გან­გე­ბო ზო­მებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

ამას­თან, პე­კინ­მა არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა, შე­ა­ფა­სა რო­გორც ყო­ველ­წლი­უ­რი სე­ზო­ნუ­რი მოვ­ლე­ნა.

რა არის HMPV და რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს?

წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ვირუსს, რო­მე­ლიც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია რო­გორც ადა­მი­ა­ნის მე­ტაპ­ნევ­მო­ვირუ­სი, ისე­თი­ვე “აფეთ­ქე­ბა“ აქვს, რო­გორც Covid -ს.

HMPV არის რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სი, რო­მე­ლიც გა­ცი­ე­ბის, ან გრი­პის მსგავს სიმპტო­მე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვებ­ში და­ა­ვა­დე­ბა მარ­თვა­დია და რბი­ლად მიმ­დი­ნა­რე, თუმ­ცა უყუ­რა­დღე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვი­ლებ­ში, ხან­დაზ­მუ­ლებ­ში და და­სუს­ტე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მქო­ნე პი­რებ­ში, შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი.

მისი სიმპტო­მე­ბია: ხვე­ლა, ცხე­ლე­ბა, ცხვი­რით სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა და დაღ­ლი­ლო­ბა. ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დია სა­მი­დან ექვს დღემ­დე. Covid-19- გან გან­სხვა­ვე­ბით, HMPV-ს ვაქ­ცი­ნა ან სპე­ცი­ფი­კუ­რი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა არ არ­სე­ბობს. მკურ­ნა­ლო­ბა ძი­რი­თა­დად მო­ი­ცავს სიმპტო­მე­ბის მარ­თვას.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა