20 ყველაზე ცნობილი მოდელი CR Fashion Book-ის ახალ ნომერში
20 ყველაზე ცნობილი და პოპულარული მოდელი გამოჩნდა ჟურნალ CR Fashion Book-ის ახალ ნომერში. Carine Roitfeld-მა გადაწყვიტა შეეკრიბა ყველაზე ცნობილი მოდის სახეები ერთ ნომერში.
მათ შორის ვინც Carine Roitfeld-მა ჩათვალა ყველაზე საუკეთესოებად იყვენენ- ირინა შეიკი, დები ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ნინა აგდალი და სხვები.
გოგონებს ფოტოებს უღებდა სანტ დორაციო. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ფოტოების ნაწილი და ასევე გამოქვეყნდა კულუარული ფოტოები.
ფოტოსესიაზე Carine Roitfeld-მა განაცხადა:
\'\'მე მინდოდა ეს ფოტოსესია ძალიან მაგარი გამოსულიყო, ჩვენ ერთად ვმუშაობდით სტივენ მეიზელთან Pirelli-ისთვის. ჩვენ გავაერთიანეთ სპორტული ტანისამოსი ქუსლებთან და ექსპერიმენტები ჩავატარეთ. ნაწილობრივ ჩემზე შთაბეჭდილება კენი ვესტის შესანიშნავმა ჩვენებამ მოახდინა.\'\'
სპეციალურად: GOGAGGG.com-ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი