თეგებით ძიება
13. 02. 2016 News-ები

ქალწული: პიროვნების ზოგადი დახასიათება

ქალწულს მართავს პლანეტა მერკური. ქალწული დედამიწის ნიშანია, ის თავქარიანი და დამოუკიდებელია.

ქალწულის ნიშნის ადამიანებს ძლიერ განვითარებული ანალიტიკური გონება აქვთ, ისინი რასაც კი დაინახავენ, თავისებურ იარლიყს მიაწებებენ, მათ ძალზე დახვეწილი გემოვნება, მახვილი თვალი, სმენა და ყნოსვა აქვთ, რაც ქალწულის ნიშნის სიმბოლოა.

ისინი ხშირად ეფლობიან მუშაობაში. ისინი წარმატებებს აღწევენ ლოგიკაში, თანამიმდევრობაში, დისციპლინაში.

ქალწული ძალზე გულჩათხრობილი და ფრთხილია. არ არსებობს ისეთი რთული ამოცანა, რომლის გადაწყვეტაც არ შეეძლოს ქალწულს. ქალწული დაბადებით კრიტიკოსია. მისი კრიტიკა სამართლიანია და გულს მტკივნულად ხვდება. ის იშვიათად აქებს და ეპირფერება პარტნიორს. ვინაიდან ქალწულები დაჯილდოვებულნი არიან ანალიტიკური გონებით, მათ უნდა იბრძოლონ პიროვნებაში ნათელი მხარეების წარმოჩენისათვის და არა პირიქით.

სპეციალურად: GOGAGGG.com-ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა