თეგებით ძიება
14. 02. 2016 News-ები

ჰააგის პროკურორის წარმომადგენლები საქართველოს თებერვლის ბოლოს ეწვევიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ჰააგის პროკურორის წარმომადგენლები საქართველოს თებერვლის ბოლოს ეწვევიან. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს გუშინ, მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთან შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა, ფატუ ბენსუდამ მასთან გაცნობითი შეხვედრა მოინდომა.

"ეს იყო ჩვეულებრივი გაცნობითი შეხვედრა. გვქონდა საუბარი იმაზე, რომ საქართველომ მაქსიმალურად ითანამშრომლოს ინფორმაციის მიწოდების კუთხით. ვისაუბრეთ ასევე შემდგომ ვიზიტზე და თუ არ ვცდები, 27 თებერვალს მათი სამუშაო ჯგუფი ჩამოდის საქართველოში. რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტრო ჩვეულ რეჟიმში ითანამშრომლებს და გაუწევს პარტნიორობას იმისათვის, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად იქნას წარმოდგენილი", -განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქართული მხარე მაქსიმალურად არის დაინტერესებული ყველა საკითხი, რომელზეც გამოძიება საქართველოში ჩატარდა, მიაწოდოს ჰააგის პროკურორის ოფისს.

"ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული ეთნიკური წმენდის, ტყვეების წამების საკითხები, ის საკითხები, რომელზეც საქართველოში უკვე ჩატარებულია გამოძიება და არსებობს მასალები, ყველა ეს მასალა მივაწოდოთ, რათა კიდევ ერთხელ ამ საკითხის პოლიტიკური დარეგულირების მნიშვნელობა ავწიოთ საერთაშორისო ფორმატში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა