ბათუმში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის ახლობლებმა ის უკვე ამოიცნეს.
ჯერჯერობით უცნობია მომხდარის მიზეზი. როგორც ცნობილია მამაკაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთავი 2-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანინს მუხლით მიმდინარეობს.