თეგებით ძიება
15. 02. 2016 News-ები

Game of Thrones-ის მეექვსე სეზონის ახალი ტრეილერი

მინდა რამდენიმე სიახლე გავაცნო "Game of Thrones-ის\'\' გულშემატკივრებს, პირველ რიგში ის, რომ ინტერნეტში გამოჩნდა სერიალის მეექვსე სეზონის თრეილერი, მეორე კი ის არის, რომ სანსა სტარკის კადრებმა, რომლის როლსაც სოფი ტერნერი ასრულებს თაყვანისმცემლები დააინტრიგა.

საზარელ თრეილერში, რომლის ხანგრძლივობა წუთზე ნაკლებია, სიბნელეში ჩანს მთავარი გმირების თავები: სადაც არის ჯონ სნოუც, რომლის როლსაც Kit Harington-ი ასრულებს- თვითონ მსახიობი ირწმუნება, რომ მისი პერსონაჟი, რომელიც მოკლეს მომავალ სეზონში ისევ დაბრუნდება.

\'\'Game of Thrones-ის\'\' თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, ვინ გადარჩება პერსონაჟებიდან ცოცხალი, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია ყველაფერს აპრილში გავიგებთ, როდესაც მეექვსე სეზონი ეკრანებზე გამოჩნდება.

ასევე გაირკვა, რომ სანსა სტარკის ბედი, რომლის ცხოვრებაშიც ასევე ბევრი ცვლილებები მოხდა. ინტერნეტში მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, რომ ის ორსულადაა, ფილმის კადრების მიხედვით. თაყვანისმცემლები თვლიან, რომ მომდევნო სეზონში სანსა სტარკს ბავშვი შეეძინება რამსი ბოლტონისგან.



Game of Thrones-ის მეექვსე სეზონის ახალი ტრეილერი

Game of Thrones-ის მეექვსე სეზონის ახალი ტრეილერი

Game of Thrones-ის მეექვსე სეზონის ახალი ტრეილერი

Game of Thrones-ის მეექვსე სეზონის ახალი ტრეილერი


სპეციალურად: GOGAGGG.com-ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა