თეგებით ძიება
16. 02. 2016 News-ები

აღმაშენებლის ხეივანში დაჭრილი და გარდაცვლილი პირები ძმები ბერიშვილები არიან

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ქუჩური გარჩევის შედეგად დაჭრილი და გარდაცვლილი პირები ძმები ზურა და გია ბერიშვილები არიან.

შემთხვევა დღეს რამდენიმე საათის წინ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა, სადაც სიტყვიერ შელაპარაკებაში რამდენიმე ახალგზარდა მონაწილეობდა.

ინციდენტში მონაწილე პირები დიღმის ტყისკენ გაიქცნენ, თუმცა პოლიციამ ერთ-ერთი მათგანი დააკავა.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ კრიმინალისტები და მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დაკავების ოპერაცია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა